ზაზა ფაჩულიას ტრავმამ საქართველოს ნაკრების საევრობასკეტო შანსები მნიშვნელოვნად შეამცირა. ფიბა-ევროპის ვებ-გვერდზე ევროპელი საკალათბურთო ექსპერტები ყოველ 2 კვირაში საკუთარ პროგნოზებს აქვეყნებენ, სადაც ევროპის ჩემპიონატის ოცდაოთხივე მონაწილე ფავოროტობის ნიშნით არის ჩამწკრივებული.
საქართველოს ნაკრები სტაბილურად ინარჩუნებდა მე-14 ადგილს, თუმცა როცა ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო მოედანზე ვეღარ გადიოდა, 2 ადგილით ჩამოქვეითდა, ხოლო როცა ქართველთა კაპიტანმა აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა, იგორ კოკოშკოვის ნაკრები ერთბაშად 5 ადგილით დაქვეითდა. ანუ საქართველოს ნაკრებმა ჯამში 7 ადგილი დაკარგა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ფაჩულიას ტრავმით იყო განპირობებული.
როგორც ცნობილია, ფაჩულიას ტრავმა კოკოშკოვის გუნდის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს, თუმცა მცირე შანსი არსებობს, რომ ფაჩულია ადრიანად გამოჯანმრთელდეს და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმაროს.
1. ესპანეთი (0)
2. საფრანგეთი (0)
3. სლოვენია (0)
4. საბერძნეთი (0)
5. ლიტვა (+1)
6. რუსეთი (-1)
7. მონტენეგრო (0)
8. სერბეთი (+1)
9. თურქეთი (+1)
10. ხორვატია (+1)
11. ისრაელი (+1)
12. გერმანია (+1)
13. ბოსნია (+1)
14. იტალია (-6)
15. ფინეთი (0)
16. ბრიტანეთი (+1)
17. მაკედონია (+1)
18. პოლონეთი (+4)
19. ლატვია (+1)
20. უკრაინა (-1)
21. საქართველო (-5)
22. შვედეთი (-1)
23. ბელგია (0)
24. ჩეხეთი (0)