გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიგი კალანდაძე იმ ორი ახალგაზრდის ვინაობას ასახელებს, რომელთა გარდაცვალების საქმეში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ფიგურირებს. Aამის შესახებ კალანდაძემ ალასანიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრი დაკავებამდე ორი წუთით ადრე ესაუბრა და თანამშრომლობა შესთავაზა.
კალანდაძის განცხადებით, ირაკლი ალასანია 90-იან წლებში შეიარაღებული, კრიმინალური დაჯგუფება ,,კულინარიელების" წევრი იყო.
,,ირაკლი ალასანია თავიდან ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ერთ-ერთ არხზე მან აღიარა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა ჩემთან, მანამდე სანამ დამაკავებდნენ ორი წუთით ადრე და თანამშრომლობა შემომთავაზა. დანარჩენები საზოგადოებისთვის მომინდვია, რადგან მე ვიძახი ერთს, ირკალი იძახის მეორეს. Aასე რომ, რატომ შემხვდა სანამ დამაკავებდნენ ორი წუთით ადრე, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს", -განაცხადა კალანდაძემ, რომელმაც იმ ორი ახალგაზრდის ვინაობა დაასახელა რომელთა საქმეში ირაკლი ალასანია ფიგურირებს.
,,სამწუხაროდ, მომიხდა მისი წარსულის გახსენება და ორი ადამიანი რომელიც 14 წლის ასაკში გარდაიცვალნენ, არიან მშობლები, რომელთაც ჰქონდათ პრეტენზია იმისა, რომ დღევანდელი თავდაცვის მინისტრი იღებდა ამაში მონაწილეობას გარკვეული კუთხით. Eეს არის თოხმაედი და რეხვიაშვილი ", _განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალსანიას განცხადებით, ის მართლა შეხვდა გიგი კალანდაძეს, თუმცა მისთვის ახალაიას წინააღმდეგ ჩვნების მიცემა არ მოუთხოვია. ,,გულდასაწყვეტია, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები, შეიძლება ითქვას ახალგაზრდა ბიჭები, რადგან ასეთი ახალგაზრდა გენერალი როგორიც არის კალანდაძე არსად არ არის მსოფლიოში და გარვეული სიმპატია მის მიმართ მართლა გამიჩნდა, რომ არ მინდოდა ერთადერთი რაც ვუთხარი პირდაპირ ღია ეთერში ვეტყვი, გული დამწყდა, რომ მოიტყუა, მაგრამ მაინც ყველას თავის გზა აქვს. ვუთხარი თუ შენ მართალი ხარ და თუ შენ ის დანაშაულები არ ჩაგიდენია რაზეც ყველა საუბრობს, მე დაგიცავ და სისტემა დაგიცავს ყველანაირად, გვერდში დაგიდგები, მაგრამ შენ უნდა ითანამშრომლო, ბუნებრივია გამოძიებასთან. ეს იყოს რეალურად ერთადერთი რაც მე ვუთხარი, სხვა საუბარი არ მქონია და არც მჭირდებოდა მასთან სხვა საუბარი. ჩემს გუნებაშიც არ ზის, რომ ხელების გადაგრეხვით ვესაუბრო ვიღაცას", _განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მანამდე კი ხუთ აპრილს ,,პოზიციაში" გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიგი კალანდაძემ მასსა და ირაკლი ალასანიას შორის გამართული საუბარი გაიხსენა. როგორც კალანდაძემ განაცხადა ჯერ კიდევ მის დაკავებამდე ირაკლი ალასანიამ, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა..