კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბული ვითარება ლონდონში მიმდინარე დიდი რვიანის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის განხილვის მთავარი თემა იქნება.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, გამოქვეყნდება საგარეო მინისტრების ერთობლივი მიმართვა ჩრდილოიეთ კორეისადმი, რათა ფხენიანმა არ განახორციელოს ბალისტიკური რაკეტების გაშვება, რომელიც შესაძლოა, ახალი დაძაბულობის მიზეზი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეული რაკეტა "მუსუდანის" გასაშვები მობილური დანადგარი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. შესაბამის ინფორმაციას იაპონიის სააგენტო კიოდო ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონის სამხედრო უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ინფორმაცია მიღებულია თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების საფუძველზე. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სხვა დანადგარები შესაძლოა შენიღბულ მდგომარეობაში იყოს.
უნდა აღინიშნოს, რომ "მუსუდანის" რაკეტის მოქმედების დიაპაზონი 3-4 ათას კილომეტს აღწევს.
"დიდი რვიანის" შემადგენლობაში შედიან აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, კანადა და რუსეთი.
მასალის გამოყენების პირობები