ჩრდილოეთ კორეული რაკეტა "მუსუდანის" გასაშვები მობილური დანადგარი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. შესაბამის ინფორმაციას იაპონიის სააგენტო კიოდო ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონის სამხედრო უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, ინფორმაცია მიღებულია თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების საფუძველზე. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სხვა დანადგარები შესაძლოა შენიღბულ მდგომარეობაში იყოს.
ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილეთ კორელმა სპეციალისტებმა რაკეტების საწვავით შევსება დაასრულეს.
სამხრეთ კორეამ კი ოფიციალურად განაცხადა, რომ ფხენიანს ნებისმიერ დროს შუძლია გაუშვას ბალისტიკური რაკეტები.
არის ვარაუდები, რომ პარალელურ რეჟიმში ფხენიანს შეუძლია "სკადისა" და "ნოდონის" ტიპის რამდენიმე რაკეტის გაშვებაც, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორებიდან. აღნიშნული ქმედება შესაძლოა მას შემდეგ განხორციელდეს თუ "მუსუდანის" ტიპის რაკეტის გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდება.
უნდა აღინიშნოს, რომ "მუსუდანის" რაკეტის მოქმედების დიაპაზონი 3-4 ათას კილომეტს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები