კანადის მოქალაქე, 51 წლის მარია კარერამ ლოტოს ჯეკპოტი 40 მლნ დოლარი მოიგო. ლოტოს გამარჯვებულის თქმით, თავდაპირველად ის ფიქრობდა, თითქოს მოგებული თანხა მხოლოდ 40 ათას შეადგენდა. თუმცა რეალურად ის 40 მლნ დოლარი აღმოჩნდა.
მარია კარერამ აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით არ დაუგეგმავს კუთვნილ 40 მლნ აშშ დოლარს რაში დახარჯავს.
ამავდროულად „ბიბისიმ" ლოტოს გამარჯვებულთა პირველი შემდგომი ქმედების მონაცემები გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ლოტოს გამარჯვებულთა 60 პროცენტი თავდაპირველად ვალების დაბრუნებას იწყებს, 56 პროცენტი შვებულებაში მიდის, 36 პროცენტი ახალ სახლს ყიდულობს, ხოლო 43 პროცენტი ძველ სამსახურს ტოვებს.