10-12 აპრილს, საქართველოს EBRD-ის დირექტორები ეწვევიან. დირექტორთა საბჭოს წევრები აზერბაიჯანისა და საქართველოს ლიდერებს, ბიზნეს წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდებიან
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკის) დირექტორთა საბჭოს წევრები ბანკის აქციონრებს წარმოადგენენ. დელეგაცია აზერბაიჯანს 7-10 აპრილს. ხოლო საქართველოს 10-12 აპრილს ეწვევა.
აზერბაიჯანში დელეგაცია შეხვდება პრეზიდენტს, ეკონომიკის, განვითარებისა და ფინანსთა მინისტრებს, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს.
საქართველოში დელეგაცია შეხვდება პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს.
ამ ვიზიტების ფარგლებში ევრობანკის დირექტორთა საბჭოს წევრებისგან შემდგარი დელეგაციის შეხვედრები დაგეგმილია მეწარმეებთან, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბანკებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
დელეგაციაში შედიან ევრობანკის დირექტორთა საბჭოს შემდეგი წევრები: მემდუჰ აკაი, ენრიკე ბალი, კლარა კროლი, ჯორჯო ლესესი, ვასილი ლელაკისი, იან მაასი, ჯონათან ოკენდენი, ეოინ რაიანი, იოაკიმ შვარცერი და არტიომ შევალიოვი.
ევრობანკის აღმასრულებელი მართვის რგოლს წარმოადგენენ პოლ-ჰენრი ფორესტიერი, კავკასიის, მოლდოვას და ბელარუსიის რეგიონალური დირექტორი; ნილ მაკეინი, აზერბაიჯანში ევრობანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და მაჰირ ბაბაიევი, უფროსი მრჩეველი პოლიტიკის დარგში.
საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ევრობანკს აზერბაიჯანში ინვესტირებული აქვს 1.6 მილიარდი ევრო, ხოლო საქართველოში - 1.8 მილიარდი ევრო.
აზერბაიჯანში განხორციელებული ბოლოდროინდელი პროექტები მოიცავს ენერგო ეფექტურობის მიზნობრიობით გაცემულ პირველ კრედიტს აზერბაიჯანის ბანკისადმი, სესხს მინერალური წყლის უმსხვილესი ადგილობრივი ჩამოსასხმელი საწარმოსადმი, სამ საკრედიტო ხაზს მცირე ბიზნესის გასანვითარებლად და გზის საფარის მოდერნიზების მსხვილი პროექტის დაფინანსებას.
საქართველოში განხორციელებული ბოლოდროინდელი პროექტები მოიცავს შავი ზღვის გადამცემი ხაზის დაფინანსებას, საქართველოს აგრარული სექტორის დაფინანსების მექანიზმს, საცალო ვაჭრობის სფეროში „სმარტის" სუპერმაკეტების ქსელისადმი გაცემულ სესხს და ევრობანკის მიერ მხარდაჭერილი ენგურჰესის რეგისტრაციას გამომუშავებული ნახშირბადის კრედიტებით ვაჭრობაზე.