თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებული შაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიგი კალანდაძის განცხადებას პასუხობს. როგორც ალასანიამ ,,მეცხრე არხის" ეთერში განაცხადა იგი მართლა ესაუბრა კალანდაძეს, თუმცა მისთვის ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ მოუთხოვია.
,,გულდასაწყვეტია, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები, შეიძლება ითქვას ახალგაზრდა ბიჭები, რადგან ასეთი ახალგაზრდა გენერალი როგორიც არის კალანდაძე არსად არ არის მსოფლიოში და გარვეული სიმპატია მის მიმართ მართლა გამიჩნდა, რომ არ მინდოდა ერთადერთი რაც ვუთხარი პირდაპირ ღია ეთერში ვეტყვი, გული დამწყდა, რომ მოიტყუა, მაგრამ მაინც ყველას თავის გზა აქვს. ვუთხარი თუ შენ მართალი ხარ და თუ შენ ის დანაშაულები არ ჩაგიდენია რაზეც ყველა საუბრობს, მე დაგიცავ და სისტემა დაგიცავს ყველანაირად, გვერდში დაგიდგები, მაგრამ შენ უნდა ითანამშრომლო, ბუნებრივია გამოძიებასთან. Eეს იყოს რეალურად ერთადერთი რაც მე ვუთხარი, სხვა საუბარი არ მქონია და არც მჭირდებოდა მასთან სხვა საუბარი. ჩემს გუნებაშიც არ ზის, რომ ხელების გადაგრეხვით ვესაუბრო ვიღაცას", _განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ხუთ აპრილს ,,პოზიციაში" გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიგი კალანდაძემ მასსა და ირაკლი ალასანიას შორის გამართული საუბარი გაიხსენა. როგორც კალანდაძემ განაცხადა ჯერ კიდევ მის დაკავებამდე ირაკლი ალასანიამ, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა..