დღეს, 10 აპრილს,12 საათზე მიწის ბაზრის არსებული მდგომარეობის პრეზენტაცია გაიმართება
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტები მიწის რეფორმის დასრულების საკუთარ ხედვას წარმოადგენენ. პრეზენტაციას დაესწრებიან ექსპერტები, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. გაიმართება დისკუსია.
ანგარიშში „მიწის ბაზრის არსებული მდგომარეობა" გაანალიზებულია საქართველოში დამოუკიდებლობის მიღწევიდან დღემდე განხორციელებული მიწის ბაზრის რეფორმები და მათი შედეგები.