ჩრდილოეთ კორეამ, სამხრეთ კორეა გააფრთხილა ომის შემთხვევაში ქვეყნიდან უცხოელების ევაკუაცია მოახდინოს.
ამავდროულად ჩრდილოეთ კორეა მორიგი ბირთვული ცდისთვის ემზადება, რაც პირადპირ საფრთხეს უქმნის იაპონიას, ამერიკას და სამხრეთ კორეას.
თავის მხრივ იაპონიამ ტოკიოში სამ ადგილას თავდაცვითი ანტისარაკერტო ბატარეები განალაგა, რათა დედაქალაქის 30 მილიონიანი მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვას. გასულ კივირას კი წყნარ ოკეანეში ორი სამხედრო გემი სრულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა ჩრდილოეთ კორეას მხრიდან ნებისმიერ სარაკეტო იერიშს მომზადებული შეხვდნენ.
აშშ-მ კი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უკვე განალაგა ორ სამხედრო ბაზაზე.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა ოპონენტებს ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება.