სერბეთიდან დაახლოებით 50 კმ-ს დაშორებით უცნობმა მამაკაცმა 13 ადამიანი მოკლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ექვსი მამაკაცი, ექვსი ქალი და ერთიც ბავშვია. შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, უცნობმა საკუთარი ცოლის მოკვლაც სცადა, თუმცა ქალი გადარჩა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. გამოძიებიდან გამომდინარე დამნაშავის ზუსტი ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, მხოლოდ ასაკი. უცნობი მამაკაცი დაახლოებით 60 წლის არის. დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.