პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია_განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა.
"პრეზიდენტს შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გეგმავს შეხვედრების გაგრძელებას. მე მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო მას. რადგანაც პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის დაცვის მთავარი გარანტია", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები