,,რუსეთში პატივს სცემენ მხოლოდ იმ სახელმწიფოს, რომელიც მასზე უფრო დიდია", _ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და ქართულ მხარეს მოუწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ფარ-ხმალი არ დაყარონ.
„რუსეთში პატივს სცემენ მხოლოდ იმ სახელმწიფოს, რომელიც მასზე უფრო დიდია, ამ ეტაპზე საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა დონზე, არ დაგავიწყდეთ ეს ტერიტორიები, გქონდეთ ურთიერთობა კერძო, ბიზნესის დონეზე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იყავით მომთმენნი, ტოლერანტულნი, მაგრამ არ დაყაროთ ფარ-ხმალი", - განაცხადა შვანცერბერგმა.