სირიის დედაქალაქ დამასკოში, ავტომობილის აფეთქებისას 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 47 კი დაშავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით ტერაქტი დამასკოს ერთ-ერთ სკოლასა და სირიის ცენტრალურ ბანკთან ახლოს განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან, რომელიც უკვე 2 წელზე მეტია მიმდინარეობს, 70 ათასი ადამიანი დაიღუპა.