პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ აგვისტოს ომის დროს რომელიღაც დანაშაული იყო ჩადენილი.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის საკითხის გამოძიებას წლებია ითხოვენ.
"არის რაღაც ნიშნები, იმისა რომ რომელიღაც დანაშაული ჩადენილ იქნა აგვისტოს მოვლენების დროს და ეს არ არის ახალი პოზიცია. ქალბატონი თეა როცა ამბობს ამის თაობაზე, იმასაც ითხოვს ჰააგის პროკურატურა. ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აგვისტოს ომის სამხედრო ასპექტები თავიდან ბოლომდე იქნას ერთხელ და სამუდამოდ განხილული", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
იუსტიციის მინისტრმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი სხვა ყოფილი მაღალჩინოსანიც დაიკითხება.
"ჰააგის სასამართლოში პროკურორთან შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩივიან მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა ქვეყნიდან და ამბობენ, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა პირებმა, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და სხავადასხვა თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს, სავარაუდოდ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან სხვა ისეთი დანაშაული, რომელიც შესაძლოა ომის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, თუ ამ საქმეს ქართული მხარე ვერ გამოძიებას მას ჰააგის სასამართლო გამოიძიებს.