ავღანეთში, ვარდაკის პროვინციაში დანაღმული ავტობუსის აფეთქებას
ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსის ქვეშ იყო დამონტაჟებული.
მომხდართან დაკავშირებით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ადგილობრივები მომხდარში "თალიბებს" ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ „თალიბებს" ბრალს გუშინ განხორციელებულ ტერაქტშიც სდებენ, რომელსაც ხუთი ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა.