სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა მორიგი ბირთვული ცდის ჩასატარებლად ემზადებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.
სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა რიო კილ-ჯაესმა დეპუტატებთან შეხვედრისას, აღნიშნა, რომ ჩრდილოეთით შეინიშნება „ნიშნები", რომელიც ძალიან გავს 12 თებერვალს ჩატარებული მესამე ბირთვული ცდის წინამოსამზადებელ ეტაპს.
მინისტრის განცხადებით ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბირთვული ცდა შესაძლოა 10 აპრილს განახორციელოს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ, სამხრეთ კორეასა და ამერიკასთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, მის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სახელმწიფოების დიპლომატიურ კორპუს ქვეყნის დატოვება შესთავაზა.