WikiLeaks-მა აშშ-ის დაზვერვისა და დიპლომატიური სამსახურის 1,7 მილიონზე მეტი დოკუმენტი გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული დოკუმენტები 1973-76 წლების პერიოდს ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, WikiLeaks-ის მფლობელმა ჯულიან ასანჯიმ, რომელიც ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს, დოკუმენტების მოძიების სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი თავად შეასრულა.
გამოქვეყნებული დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაგზავნილია, იმ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერისდმი.
დოკუმენტების უმეტესობას ადევს გრიფი "არ გამოქვეყნდეს", ზოგიერთი მათგანი კი თავის დროზე საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენდა.
WikiLeaks-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებს აქვს სათაური "აშშ-ის დიპლომატიის საჯარო ბიბლიოთეკა".
გასული წლის დეკემბერში ასანჯმა განაცხადა, რომ მას ვერ შეაშინებენ და იგი უახლოეს პერიოდში მილიონამდე მნიშვნელოვან დოკუმენტს გამოაქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანას ეხება.
WikiLeaks-ის დამფუძნებელმა გასულ წელს ეკვადორს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, რათა თავიოდან აეცილებინა შვეიცარიაში ექსტრადაცია. შვეიცარია ასანჯის სექსუალურ დანაშაულში დებს ბრალს, რასაც WikiLeaks-ის დამფუძნებელი უარყოფს.
ასანჯი შიშობს, რომ მას შვეიცარიდან აშშ-ს გადასცემენ, სადაც საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების ბრალდებით მას დიდი ხნით ჩასვამენ ციხეში.