ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ისრაელის ტერიტორის დაბომბვა ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ჩასვლიდან რამდენიმე საათში მოხდა.
ფრანს პრესის ინფორმაცით, რაკეტა ქვეყნის სამხრეთით ჩამოვარდა და მას მსხვერპლი ან რაიმე სახის დაზიანება არ მოყოლია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ათდღიანი ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ქვეყანაში ის სამი დღე დარჩება და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები