აღმოსავლეთ ნიგერიაში ადამავის შტატის გუბერნატორის მოადგილეზე თავდასხმას 11 ადამიანი შეეწირა. თავდამსმხელებმა რამდენიმე ადამიანს ყელი გამოაჭრეს. მოკლულთა შორის ორი პირადი დაცვის წევრია.
ადამავის შტატის გუბერნატორის მოადგილე ბალა ჯეიმს ნგილარი თავდასხმის დროს სახლში არ იმყოფებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.
სამართალდამცველთათვის თავდამსხმელთა ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთ-ერთი წინასწარი ვერსიით, შესაძლოა ეს ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის" წევრები ყოფილიყვნენ.