ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს საჰაერო თავდასხმას 12 სამოქალაქო პირი, 10 ბავშვი და 2 ქალი შეეწირა. რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.
ადგილობრივი მოსახლეობის „ბიბისისთან" მიცემ ინტერვიუში ნათქვამია, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად სახლის სახურავი ჩამოინგრა რასაც მსხვერპლლი მოჰყვა.
ნატოს მხრიდან განცხადება უკვე გაკეთდა. ნატოს წარმომადგენლის განცხადებით, საჰაერო თავდასხმა მართლაც მოხდა, რომელიც მეამბოხეებზე იერიშს ემსახურებოდა, თუმცა ამას მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა არ მოჰყოლია.
თავის მხრივ განცხადება გაავრცელა ISAF-მაც, სადაც აღნიშნულიაია, რომ ინციდენტი ბოლომდე იქნება გამოძიებული.