აშშ-მ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებში არსებული დაძაბულობიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში კალიფორნიაში არსებულ ბაზაზე განსახორციელებელი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოცდა გადადო.
პენტაგონის ოფიციალური განცხადებით, აღნიშნული სამხედო გამოცდის ჩატარებას შესაძლოა მოჰყოლოდა ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა. აქედან გამომდინარე აღნიშნული გამოცდა გადაიდო, რომელიც სავარაუდოდ მაისში გაიმართება.
სიტუაცია ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის მარტში დაიძაბა, რასაც კორეის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარაც მოჰყვა.