ავღანეთში ტერაქტს ამერიკის ექვსი მოქალაქე შეეწირა, რომელთა შორის ერთ-ერთი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელია. ანა სმედინგოფი, თავის კოლეგებთან ერთად ავღანეთის ერთ-ერთ სკოლას წიგნების გადასაცემად სტუმრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს ამერიკის მოქალაქეებთან ერთად პროვინცია ზაბულის გუბერნატორიც იმყოფებოდა, თუმა ის ტერაქტს უვნებელი გადაურჩა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა საკუთარ თავზე უკვე აიღეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტერაქტორის პარალელრად, ქაბულთან ახლოს კიდევ ერთი ამერკელი სამოქალაქო მსახური მოკლეს, თუმცა აღნიშნული ინციდენტის დეტალები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.