ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას მარუდომ, ყველა ოპონენტი ამომრჩეველი, რომელიც მომავალ კვირას დაგეგმილ არჩევნებზე მის წინააღმდეგ მისცემს ხმას დაწყევლა.
„საუკუნოვანი წყევლა მათ, ვინც ხმას სხვას მისცემს", - განაცხადა ნიკოლას მადურომ. აღნიშნულ განცხადებას პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვენესუელას მოსახლეობისთვის ერთადერთი წყევლა ის იქნება, თუ მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
„ის, ვინც ხალხს დაემუქრება და დაწყევლის, უფლება არ აქვს ქვეყნის მართველი იყოს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ენრიკე კაპრილესმა.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები მომავლ კვირას ჩატარდება, სადაც უგო ჩავესის შემცვლელად ნიკოლას მარუდო და ენრიკე კაპრილესი იბრძვიან.