ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, ისლამისტურმა დაჯგუფებებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მკაცრი სანქციების დაწესებას იმ ბლოგერების მიმართ მოუთხოვდნენ, რომლებიც ისლამური რელიგიის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ავრცელებენ.
ბანგლადეშის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც მთელი ქვეყნის მაშტაბით „ხანგრძლივი მარში" მოაწყვეს.
წინა კვირას გამართულ საპროტესტო აქციაზე კი დაპირისპირებულ მხარეთა შორის შეტაკება მოხდა, რასდაც 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.