სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი 94 წლის ნელსონ მანდელა საავადმყოფოდან გაწერეს. ის საკუთარ სახლში გადაიყვანეს, სადაც გააგრძელებს მკურნალობას.
ნელსონ მანდელამ ფილტვების ანთებით საავადმყოფოში გარკვეული დრო გაატარა.
სამხრეთ აფრიკის მთავრობის განაცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ცოტა ხნის წინ 94 წელი შეუსრულდა, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სტაბილურობის გამო საავადმყოფოდან გაწერეს და ახლა ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.