აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ევროპასა და აზიაში 10-დღიანი ტურნეს ფარგლებში პირველად თურქეთს ეწვია. სადაც თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებსა და სირიაში არსებულ კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში ჯონ კერი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ აჰემტ დავუთოღლუს შეხვდება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მისი ვიზიტი თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების მოგვარებას შეუწყობს ხელს. ჯონ კერი ორ ქვეყანას ურთიერთობების სრული ნორმალიზებისკენ მოუწოდებს.
თურქეთის შემდეგ, ჯონ კერი ისრაელს, ბრიტანეთს, სამხრეთ კორეას, ჩინეთსა და იაპონია ეწვევა.