იაპონიაში "ფუკუსიმას" ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური წყლის კიდევ ერთი გაჟონვა მოხდა. შესაბამისი განცხადება, ატომური ელექტროსადგურის მომსახურე კომპანიამ TEPCO-მ გააკეთა. თუმცა დაკონკრეტდა, რომ წყლის გაჟინვა მცირე რაოდენობით მოხდა. 
ბოლო დღეების განმავლობაში ესაა მეორე შემთხვევა, როდესაც აეს-დან რადიოაქტიურად დაბინძურებული წყლის გაჟონვა მოხდა. 5 მარტს 167 ტონა წყლის გაჟონვა დაფიქსირდა.
TEPCO-ს წარმომადგენელთა მტკიცებით დაბინძურებული წყალი ოკეანეში არ ჩაღვრილა. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები