,,პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის დარჩება თუ არა რაბათის ციხის გუმბათი ოქროსფერი", -ამის შესახებ ,,რუსთავი-2"-თან საუბარში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მარინა მიზანდარმა პრეზიდენტის თურქეთში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სპეციალისტების გადასაწყვეტია.
,,სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ასეთი საკითხები დარგის სპეციალისტების გადასაწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ. Mმათ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება დარჩეს თუ U არა ოქროსფერი გუმბათი, რომელიც ძეგლის ნამდვილობას ამცირებს და აკნინებს. ეს იყო თურქეთი ექსპერტების მოთხოვა, ეს შეთანხმებული იყო ქართველ ექსპერტებთან. რატომ იღებს თავის თავზე ასეთ პასუხისმგებლობას უცბად ცალკეული ელემენტი, დეტალი სამომავლო ხელშეკრულების გამოიტანოს პოლიტიკური შეხვედრის სამსჯავროზე ჩემთვის პირადად ძალიან უცნაურია. სააკაშვილს, რომ ოქროსფერი უყვარს ეს ცხადია და ეს დაადასტურა არაერთგზის და ბევრი შენობა მოავარაყა ოქროსფრად", _განაცხადა მარინა მიზანდარმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რაბათის ციხის გუმბათის რეკონსტრუქციაზე თურქეთის მხრიდან არანაირი მოთხოვნა არასდროს ყოფილა. ,,რაბათის ციხის გუმბათის რეკონსტრუქციაზე თურქეთის მხრიდან არანაირი მოთხოვნა, მითუმეტეს კატეგორიული მოთხოვნა არასოდეს არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრი დამეთანხმა, რომ გუმბათი როგორიც არის ოქროსი, უნდა დარჩეს იქ სადაც არის. ყველა სხვა საკითხი უნდა განვიხილოთ სპეციალისტებს შორის, ისე, რომ არცერთი მხარის ინტერესი არ შეილახოს და არსად არ უნდა ვიჩქაროდ ამ საკითხებზე. ამის გარდა შევთანხმდით, რომ ჩვენს ძეგლებზე თურქეთში ადრე თუ აზომვებზე შევდიოდით და პატრა-პატრა სამუშაოებს ვახორციელებდით, ახლა სრული მასშტაბით დაუშვან ქართველი სპეციალისტები და ამაზე პრემიერ-მინისტრი დამეთანხმდა", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.