,,ჩვენი მთავარი მიზანი, არის არა დაპირისპირება, არამედ სხვადასხვა აზრის გაერთიანება", -განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მიხეილ სააკაშვილის განცახადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ რაბათის ციხის თემაზე კონსულტაციები კიდევ გრძელდება.
,,ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენი მრგვალი მაგიდების არის არა ის, რომ დაპირისპირება მოხდეს ხალხსა და საზოგადოებაში, არამედ სხვადასხვა აზრი გაერთიანდეს და ბევრ კითხვას, რომელიც საზოგადოებაშია პასუხი გაეცეს. საზოგადოება და სპეციალისტები შეთანხმდნენ იმაზე, რომ კონსულტაციები, საუბრები კიდევ გაგრძელდება", _განაცხადა გურამ ოდიშარიამ.