უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყნის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცენკო შეიწყალა. შესაბამისი ბრძნებულება პრეზიდენტის საიტზე დღეს გამოქვეყნდა.
გასული წლის თებერვალში იური ლუცენკოს, რომელიც 2010 წელს დააკავეს, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიესაჯა.
სასამართლოს დადგენილების მიხედვით, ლუცენკომ უკანონოდ დაინიშნა საკუთარი მძღოლი, მას სახელმწიფოს კუთვნილ ბინაში ცხოვრების უფლება მისცა და ხელს უწყობდა, რომ პენსია დარიცხოდა. სასამართლომ ასვე დანაშაულად მიჩნია, 2009 წელს მილიციის დღის გადაჭარებებული პომპეზუროიბით აღნიშვნა, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი იყო.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენელმა ვალერია ლიტკოვსკაიამ, რამდენიმე ხნის წინ მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, ლუცენკოს შეწყალების თხოვნით და მიზეზად ექს-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელდა.
ლუცენკოს საპატიმრო ადგილი 2014 წლის ბოლოს უნდა დაეტოვებინა.