საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული სტარტი აიღო: ლიტვის ნაკრებთან მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ლიდერი გახდა. დაძაბულ ბრძოლაში საქართველომ ლიტვას 4-3 სძლია, რაც შემდეგ რაუნდში გასვლის შანსს იძლევა.
საქართველო-ლიტვა 4:3
გოლები: 0:1 ვანაგაიტე (9), 0:2 ბლოზიტე (17), 1:2 პასიკაშვილი (32), 2:2 ჭყონია (39), 3:2 მატვეევა (60), 3:3 მაზუკელიტე (82), 4:3 კუნიჩკაიტე (85. ს.კ.)
საქართველო: ჭკუასელი, სუთიძე, პასიკაშვილი, ქველიძე, მალიძე, თოდაძე, მატვეევა, ჭიჭინაძე (73. ბაქრაძე), ჭყონია, ტატუაშვილი, სხირტლაძე
სათადარიგოები: გულორდავა, კვალიაშვილი, ხუბულური, ბასილაძე, ზაქაიძე
მწვრთნელი: თ. სვანაძე
მასალის გამოყენების პირობები