20 თებერვალს ბერლინალე-პალასში ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიალზე ნაჩვენები იქნება რეჟისორ ეძი იამადას ფილმი "მისი ძმის შესახებ", რომელიც კონკურსის დახურვის ოფიციალურ ფილმადაა დასახელებული. ეს იაპონელი რეჟისორის ბოლო ნამუშევარია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ექვსჯერ ესწრებოდა ბერლინალეს სტუმრის სტატუსით. ფილმი კონკურსგარეშე იქნება წარმოდგენილი.
ბერლინალე-პალასში ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩინური ფილმის "ერთად ცალ-ცალკე" (თუან Yუან) მსოფლიო პრემიერით 11 თებერვალს გაიხნა. ფილმი საკონკურსო პროგრამაშიც მონაწილეობდა.
ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის კულტურის მინისტრმა ბერნდ ნოიმანმა, მმართველმა ბურგომისტრმა კლაუს ვოვერაიტმა, ჟიურის პრეზიდენტმა ვერნერ ჰერცოგმა და ბერლინალეს დირექტორმა დიტერ კოსსლიკმა.
მიმდინარე წლის საზეიმო ცერემონიალის წამყვანი იყო მსახიობი, რეჟისორი და სცენარიტი ანკე ენგელკე.