ხარების სადღესასწაულის აღსანიშნავად 5 და 6 აპრილს სუპერმარკეტი „სმარტი" ერთგულ მომხმარებელს 300-ზე მეტი სახეობის თევზსა და ზღვის პროდუქტებზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. ხარება მართლმადიდებლური კალენდრით 7 აპრილს აღინიშნება.
„„სმარტი" ყოველთვის ცდილობს ერთგული მომხმარებელი ხელსაყრელი შეთავაზებებით გაანებივროს. ვფიქრობთ, ხარების დღესასწაულისათვის 300-ზე მეტი სახეობის თევზსა და ზღვის პროდუქტებზე - მიდიებზე, კრევეტებზე, კალმარებზე და რვაფეხებზე დიდი ფასდაკლება მიმზიდველი შეთავაზებაა. ", - აცხადებენ „სმარტში".
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ახალციხეში, მარნეულში, ზუგდიდში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
მასალის გამოყენების პირობები