აშშ-ის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის უფროსი გენერალი მარტინ დემპსი ავღანეთში ჩავიდა, რათა დააზუსტოს ქვეყნიდან ჯარების გაყვანის სტრატეგია.
დემპსის ვიზიტის ძირითადი მიზანია შეაფასოს თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცის დატოვება იქნება საჭირო ავთანეთში 2014 წელს საერთაშორისო კონტინგენტის გაყვანის შემდეგ.
წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ავღანეთში 10 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, რომლებიც ადგლობრივი სამხედრო და პოლიციური ძალების სწავლებით დაკავდებიან.
შეგახსენებთ, რომ ISAF-ის სამშვიდობო ძალები ავღათანეთს 2014 წელს დატოვებენ.
მასალის გამოყენების პირობები