ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ მისი საცოლის ჟოზეფინა ბოგარნისთვის შეძენილი ნიშნობის ბეჭედი ცისფერი საფირონით და ბრილიანტით, ფონტენბლოში (საფრანგეთი) Osenat აუქციონზე 949 ათას დოლარად გაიყიდა. ლოტის საწყისი ფასი 20 ათასი დოლარი იყო.
აუქციონს, რომელიც საფრანგეთის იმპერატორის პირველი მეუღლის ჟოზეფინას დაბადებიდან 250 წლის პატივსაცემად გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 400 ადამიანი ესწრებოდა.
ბეჭედს აქვს წარწერა Toi et Moi ("მე და შენ") და ორი ძვირფასი ქვა - ცისფერი საფირონი და ბრილიანტი. თითოეული ქვა წონით კარატზე მეტია.
ნაპოლეონ ბონაპარტის და ჟოზეფინას ქორწილი 1796 წელს გაიმართა.
"იმ დროისათვის ნაპოლეონი იმედის მომცემი, მაგრამ საკმაოდ ხელმოკლე ოფიცერი იყო. ნიშნობის ბეჭედის შეძენამ სავარაუდოდ საკმაო დარტყმა მიაყენა მის ბიუჯეტს", - განაცხადა აუქციონის სახლის ექსპერტმა ჟან-კრისტოფ შატენმა.
მასალის გამოყენების პირობები