ფხენიანში რუსეთის საელჩოს პრესპიკერის დენის სამსონოვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისა და სხვა სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს ქვეყნის დატოვება შესთავაზა.
„ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის გამწვავებიდან გამომდინარე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებს ქვეყნის დატოვება შესთავაზა. ჩვენი საელჩო ამ წინანადებას უკვე განიხილავს", - განაცხადა საელჩოს პრესპიკერმა დენის სამსონოვმა.
მისივე თქმით ფხენიანში სიმშვიდე შეიმჩნევა და რუსეთის საელჩო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიღებს საელჩო.