საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, შესაძლოა, მალე დაიხუროს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორმა გამომძიებლების მიერ წარმოდგენილი დასკვნები არადამაჯერებლად მიიჩნია და ნიკოლა სარკოზისთვის ბრალდებულის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაუგზავნა.
საფრანგრეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის უკანონოდ ფულადი დახმარების მიღების შესახებ ბრალდება ოფიციალურად 17 მარტს წაუყენეს.