გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, ჩრდილოეთ კორეას განცხადებებს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს. მან ყველა მხარეს სიტუაციის დროულად და მშვიდობიანად განმუტხვისკენ მოუწოდა.
გენერალური მდივნის განცხადებით, ქვეყნებს შორის ნებისმიერმა გაუგებრობამ შესაძლოა დიდი ზიანი გამოიწვიოს, რომელიც სახელმწიფოებზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.
ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება 2013 წლის დასაწყისიდან დაიძაბა, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ მესამე ბირთვული ცდა ჩაატარა.