გაერომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მისია დროებით შეაჩერა. მიზეზად ღაზას სექტორში არსებული ვითარება დასახელდა.
პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაეროს სააგენტოს წარმომადგენელის განცხადებით, გაეროს ცენტრები ღაზას სექტორში დახურული იქნება, ვიდრე პალესტინის ხელისუფლება მათი თანამშრომლების უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ღაზას სექტორში გაეროს ერთ-ერთ ჰუმანიტარულ ცენტრს დახმარების შემცირების გამო პროტესტის ნიშნად თავს დაესხნენ.