აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვას განცხადებით, რუსეთმა გაბალას რადიოლოკაციურ სადგურზე მუშაობა, პრაქტიკულად შეაჩერა.
რუსეთის მხარეს აზერბაიჯანისგან გაბალას რადიოლოკაციური სადგური ათ წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. თუმცა მოსკოვმა და ბაქომ იჯარის ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმება ვერ მოახერხეს. რადიოლოკაციური სადგურის ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ განცხადება რუსეთმა დეკემბერში გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით აზერბაიჯანმა წლიური იჯარის ღირებულება 7 მილიონიდან 150 მილიონამდე გაზარდა.