პირველად უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბუ 28-30 აპრილს რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება.
პრემიერის განცხადებით, მისი ვიზიტი რუსეთ-იაპონიის ურთიერთობას ახალ იმპულსს შეძენს. ასევე სინძო აბუ აპირებს, რუსეთთან „ჩრდილოეთ ტერიტორიების კუთვნილების განსაზღვრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გააგრძელოს".
მიმდინარე თვის ბოლოს, იაპონიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის გარდა, ოფიციალური ვიზიტით კიდევ სამ ქვეყანას ეწვევა.