საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა დავითაშვილის განცხადებით, დღეს საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან საპროცედურო ომს ხედავს.
როგორც მან პარლამენტში, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმის განხილვისას აღნიშნა, უმცირესობის მხრიდან ერთი და იმავე შეკითხვები ისმევა და მიზანი კი არის რაც შეიძლება გვიან ჩატარდეს კენჭისყრა.
მისი თქმით, უმცირესობის სურვილია რაც შეიძლება გვიან ეყაროს კენჭი იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დააკარგვინებს ბაჩო ახალაიებს სასამართლოზე გავლენას.
"ბაჩო ახალაიებში მე გგულისხმობთ თქვენ ბატონებო, რომლებიც სიამაყით ატარებთ ამ მაისურს იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ტარდება და გაწერიათ - "მე ბაჩო ახალაია". გიდასტურებთ, თქვენ ყველანი ხართ ბაჩო ახალაია". ნამდვილად არ მინდა გავიზიარო თქვენი მოწოდება, რასაც მოგვიწოდებთ - "მიშაცამც ჩაეძირებითო" და ჩვენი პასუხია "ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისა", - განაცხადა დავითაშვილმა.
პარლამენტში დღეს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს. დეპუტატებმა ასევე, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს.