ესპანური ბრენდი Zara მონურ შრომაში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც არგენტინის პოლიციამ ერთ-ერთი საწარმოში არაადამიანური სამუშაო პირობები აღმოაჩინა. როგორც უცხოური მედია იუწყება, გასულ კვირას არგენტინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოების სრულმასშტაბიანი რევიზია ჩატარდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოში სადაც Zara Man-ის პროდუქცია იქმნებოდა პერსონალი საკმაოდ არაადამიანურ სამუშაო პირობებში მუშაობდნენ. უფრო მეტიც, კაცები და ბავშვები თავიანთ სამუშაო ადგილებზე ათევდნენ ღამეს. როგორც მუშები აცხადებენ, მათ სამუშაო ადგილის დატოვებას უკრძალავდნენ და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ საწარმოში ყავდათ გამოკეტილი. თავის მხრივ კი კომპანია Inditex, რომელსაც Zara ეკუთვნის, არგენტინის საწარმოში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ კავშირს უარყოფს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე თვის უკან ბანგლადეჟში არაადამიანური მოპყრობის გამო, საწარმო დაწვეს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით Inditex-თვის პროდუქცია მზადდებოდა. კომპანიამ აღნიშნულ ფაქტთანაც საკუთარი კავშირი უარყო.
უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის მარტში Zara-ს მფლობელის მოგებამ 3,1 მლრდ დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს Inditex-ის მოგება 22 %-ით გაიზარდა.