საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ, სენატი დღეს განიხილავს. აღნიშნული კანონპროექტი უკვე მოიწონა საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარეობდა. ამ კანონის მიღებას რომის კათოლიკური ეკლესია და სოციალ-კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან. კანონპრექტის წინააჭმდეგ ათასობით მოქალაქემ გასულ თვეს პარიზში მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლებიც მოაწყო.