ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მშენებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვია. გარდაცვლილთა შორის უმეტესობა მშენებლობაზე მომუშავე მუშები არიან. „ბიბისის" ინფორმაციით დაშავებულთა რიცხვმა რამდენიმე ათეულს გადააჭარბა.
გავრცელებული ინფორმაციით მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა შენობის ოთხ სართულზე მოსახლეობა უკვე შესახლებული იყო, ხოლო დანარჩენ სართულებს პარალელურ რეჟიმში აშენებდნენ.
მსგავსი ფაქტი მუმბაიში გასული წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.