ე.წ. „ექვსეულსა" და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი დღეს ყაზახეთის ქალაქ ალმათში დაიწყო. „ექვსეულის" ქვეყნები ამერიკა, დიდ ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი ირანს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შეწყვეტას კიდევ ერთხელ შესთავაზებენ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ექვსეულსა" და ირანს შორის შეხვედრა თებერვალს გაიმართა. ირანმა ამერიკისა და მისი მოკავშირეების შიში, ატომური ბომბის შექმნაზე უარყო და აღნიშნა, რომ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა მას მხოლოდ მშვიდობინი მიზნებისათვის სჭირდება.