"მოსკოვმა შესაძლოა ერევანზე ზეწოლა დაიწყოს და აიძულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს", - აცხადებს უკრაინელი ექსპერტი ალექსეი პოლტოკრატოვი აზერბაიჯანულ მედიასთან.
"დღეს საქართველოსათვის მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა დაკავშირებულია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემასთან. ყარაბაღის საკითხის გადაწვეტამ შესაძლოა საქართველოსათვის შექმნას პრეცედენტი. ხოლო ის თუ როგორი პრეცედენტი იქნება ეს საქართველოსთვის - პოზიტიური თუ ნეგატიური ეს უკვე სხვა საკითხია", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, უახლოეს პერსპეტივაში არავითარი პრინციპული ძვრა ყარაბაღის საკითხში არ იქნება.
"უახლოესი პერსპეტივისათვის ეს საკითხი ასევე გაყინულ მდგომარეობაში დარჩება", _ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს იმასაც, რომ კრემლს შეუძლია ერევანზე გავლენის მოხდება მთელი სპექტრის გათვალისწინებით - პოლიტიკურიდან დაწყებული და ეკონომიკური და ფინანსურით დამთავრებული.
"სომხეთის ეკონომიკა ხომ დამძიმებულია მთიანი ყარაბაღის "გამოკვებით". გარდა სომხეთისა, რუსეთს არ ჰყავს ერთგული მოკავშირეები. ამიტომაც ეს სტრატეგიული პარტნიორობა - სტრატეგიული დამოკიდებულებაა. რუსეთმა შესაძლოა დაიწყოს ერევანზე ზეწოლის კამპანია იმისათვის რათა ის აიძულოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიაროს, სამაგიეროდ კი ყარაბაღის საკითხებში პროსომხულ ძვრებს დაჰპირდეს", _ აცხადებს ექსპერტი.