,,პოლიტიკური სპეკულაციების ასაცილებლად უმჯობესი იქნება თუ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მომდევნო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენელმა კოკა კიღურაძემ, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პოზიტურად აფასებს.
"ეს მნიშვნელოვანი და საჭირო ცვლილებებია, რადგან აუცილებელია, რომ საკრებულო წარმომადგენლობითი იყოს. ჩვენ ვეთანხმებით ხუთი დეპუტატიდან სამამდე ცვლილებას, რადან საკრებულომ არ შეიძლება იმუშაოს თუნდაც ერთი წელი სამი დეპუტატის გარეშე, რადგან დეპუტატები უზრუნველყოფენ ამომრჩევლის წარმომადგენლობას საკრებულოში", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კიღუარაძემ და აღნიშნა, რომ ცვლილებები უმჯობესი იქნებოდა თუ მომდევნო არჩევნების შემდეგ ამოქმედდებოდა.
"პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების გამო უკეთესი იქნებოდა თუ კანონპროექტის ამოქმედება გარდამავ დებულებებში ჩაიდებოდა და ამოქმედდებოდა შემდეგი არჩევნების შემდეგ",_ განაცხადა კოკა კიღურაძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა პირველი მოსმენით უკვე განიხილეს. კოდექსში შესატან ცვლილებებს საპარლამენტო უმცირესობის წევრები აკრიტიკებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის მომზადება თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად „ქართული ოცნების" მიერ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაა, რასაც კოალიცია ,,ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს. მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს მაჟორიტარ წევრთა შუალედური არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუკი უფლებამოსილება ვადამდე 5 წევრს შეუწყდება. შუალედური არჩევნები კი უახლოეს სექტემბერ-ოქტომბერში ტარდება.თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 2 წელზე ნაკლებია დარჩენილი, შუალედური არჩევნები არ ინიშნება.დაგეგმილი ცვლილების თანახმად, შუალედური არჩევნების დასანიშნად საკმარისია, საკრებულო 3-მა წევრმა დატოვოს. არჩევნების კი უახლოეს თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს მე-3 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას დასახელებული უახლოესი თვის ბოლომდე 70 დღეზე ნაკლებია დარჩენილი, შუალედური არჩევნები მომდევნო დასახელებულ თვეს გაიმართება. კანონპროექტის ინიციატორი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილია.
მასალის გამოყენების პირობები