საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა სამხრეთ კორეელ ინვესტორებთან. დელეგაციაში, რომელიც საქართველოში საინვესტიციო გარემოს გასაცნობად მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს, შედიან უმსხვილესი სამხრეთ კორეული კომპანიების წარმომადგენლები ენერგეტიკის, სამშენებლო, წარმოებისა და ფინანსური სექტორებიდან, მათ შორის, არიან ისეთი კომპანიების ხელმძღვანელები როგორებიცაა: Hyndai E&C, KDB, BKB
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა, ის ნაბიჯებს, რომელსაც მთავრობა დგამს ინვესტორების საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის.
„საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო ქვეყანაში. ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ენერგეტიკა, ფინანსური სექტორი და აღნიშნული მიმართულებით შემდგომი ვიზიტის დროს წარმოვადგენთ თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს", - განაცხადა კომპანია KDB-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ბიონგ ჯო ჩანმა.
„შეხვედრას ესწრებოდნენ კორეის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ კონკრეტული იდეები და იმედები იმისა, რომ ისინი შეძლებენ სერიზოული ბიზნესპროექტების განხორციელებას საქართველოში," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
დელეგაციას მასპინძლობს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.