ავღანეთში ღაზნის პროვინციაში ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად ოთხი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.
ღაზნის გუბერნატორის გნცხადებით, პოლიციელები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმული, რის გამოც შესაძლოა ისინი თალიბებში არეოდათ.
ნატოს საჰაერო იერიში „თალიბანთა" მიერ პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა.